"გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს"
გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს,
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა. ის აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ტეგები:
სიახლეები
- "კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა" - პრეზიდენტი
- "გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები" - ომბუდსმენი
- ვინ დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს პირველი მოსმენით
- "პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში" - კახა კალაძე
- "გთავაზობთ საერთო სიის შექმნას არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე" - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას