ამ გვერდის ამობედვა

"ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა"

ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"1. რასმუსენის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელებისთვის საჭირო პირობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.

 

2. საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება პასუხი ერთ შეკითხვაზე:

 

თუ ნატოში მიგვიღეს, დაიკარგება თუ არა აფხაზეთი და ცხინვალი. უფრო კონკრეტულად - მიიერთებს თუ არა რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, როგორც ყირიმი მიიერთა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად ახლაც ანექსირებულია, მაგრამ უშუალოდ ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, ბუნებრივია, უმძიმესი ამბავი იქნება.

 

ესაა აქ მთავარი სირთულე. არ უნდა მიკიბ-მოკიბვა. ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა. ეს იყო და იქნება რუსული პროპაგანდის მთავარი საკითხი. ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეკითხვა პროპაგანდის გარეშეც არსებობს.

 

ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე, რომელსაც კარგად მესმის მეხუთე პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ველოდები კომენტარებს, რომ გავფანტოთ შიში ამ საკითხზე," - წერს ვახო სანაია.

წაკითხვა 870 ჯერ