April 25, 2024

"რატომ ვაიმედებთ ამდებ შვილმკვდარ დედას? მათ, ვინც ახლა ამ არეულ ნაწერს კითხულობს, რატომ ვთავაზობთ გარდაუვალ განაჩენს?"

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არის კითხვები, უფრო უკეთ - განცდები, რომელთაც ვერასდროს ვცემ ზუსტ პასუხს. თითქოს ორივე მხარეს სიმართლე დგას - პირქუში, უიმედო, მაგრამ მაინც სიმართლე. და საკუთარ მხარეს დადგომას მოითხოვს. და მე ვერ დავდექი. უპასუხოა ჩემი დღევანდელი გზავნილიც. გუშინდელ ქვიშხეთის საზარელ ამბავს ეხება და არამხოლოდ. იმ პატარების შემდეგ, უცებვე ის ფრაზა შემეჩეხა, რაც ბევრ თქვენგანს: " ასეთ სიცოცხლეს, ალბათ სჯობს დედისთვისაც, თუ ... " და მერე ვიფიქრე, რომ სიცოცხლე სხვაა, სიხარული სხვა, მე ვინ მკითხავს სხვა ადამიანის სიცოცხლეს ან ვინ მაცოდინა იმ სიცოცხლის აზრი. ეგებ ღმერთი ან ვინც სწამდა ან რაც, რამე საყრდენს აწვდის ამ ფიქრსმიღმა დარდის გასაძლებად. მაშინ, რატომ ვაიმედებთ ამდებ შვილმკვდარ დედას? მათ, ვინც ახლა ამ არეულ ნაწერს კითხულობს, რატომ ვთავაზობთ გარდაუვალ განაჩენს? ადამიანი ხომ ისედაც გაძლების არსებაა და ამ გაძლებისას ხან ისე მოხდება ხოლმე, რომ მეორე და მეათასე ადამიანს შეეხიდება. ვიფიქრე და მერე ვიფიქრე რომ ტყუილია ეს ფიქრი. და მერე ამ ფიქრის ფიქრის ტყუილობა ვიფიქრე.


არავინ იცის მეორე ადამიანი. არავინ. მეორე ადამიანი გაუგებრობაა პირველისთვის. ისევე როგორც პირიქით.


p.s.
ნათელი ამ ბოლოს ტრაგიკულად გარდაცვლილთა სულებს - საქართველოში, თურქეთში და ამერიკაში. და ყველგან, რომელთა ამბავიც ჩემს ყურს ვერ მოწვდა,"- წერს გიორგი კეკელიძე.

წაკითხვა 514 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.