ამ გვერდის ამობედვა

"7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს, 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვზე“ გაიმართება"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვზე“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვზე“ გაიმართება“, - წერს ოქრუაშვილი და დასძენს, ივანიშვილს 130/20-ზე არ უნდოდა ლაპარაკი და „მარტოსოვზე“ შაში-ბეში-დუშაშით თუ უნდა გველაპარაკოს არ ვიცი“.

წაკითხვა 828 ჯერ