ამ გვერდის ამობედვა

"ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მო­გა­ნი­ჭებ­დათ, გვერ­დით პა­ლა­ტე­ბი­დან ვირუ­სის მსხვერ­პლი ადა­მი­ა­ნე­ბის კვნე­სის, ოხვრი­სა და ტი­რი­ლის ხმა რომ გა­გა­გო­ნათ"

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, ვი­ტერ­ბოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, თაკო ილუ­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს მი­მარ­თავს:

"მეც ვფიქ­რობ, რომ ავად­მყო­ფო­ბა და­სა­მა­ლი არაა და არც კო­რო­ნაა გა­ნა­ჩე­ნი! ამი­ტომ დავ­წერ ამ სტა­ტუსს, რო­მე­ლიც არა შე­ცო­დე­ბის, არა­მედ გაფრ­თხი­ლე­ბის იქ­ნე­ბა. მი­ნი­მუმ და­ფიქ­რე­ბის.

 

იმ დროს, როცა ჩვენ არ­ტე­რი­ი­დან სის­ხლის აღე­ბით და­ლურ­ჯე­ბულ ხე­ლებს ვე­ღარ ვა­მოძ­რა­ვებთ. იმ დროს, როცა ექთ­ნე­ბის­თვის ჩვე­ნი ვე­ნის პოვ­ნა ხდე­ბა პრობ­ლე­მა, იმი­ტომ რომ ორი­ვე ხელი ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი გვაქვს ანა­ლი­ზე­ბის­გან და იმ დროს, როცა ჩვენ თქვე­ნი, 20 ლა­რად ნა­ყი­დი ბი­ლე­თის გა­უქ­მე­ბის მგლო­ვი­ა­რე ხალ­ხის, მსხვერ­პლე­ბი ვართ, თქვენ მო­რი­გი სა­ნა­ხა­ო­ბით ტკბე­ბით, იმ იმე­დით, "მე კო­რო­ნა არ შემ­ხვდე­ბა, აბა ბი­ლეთს ხომ არ გა­ვა­უქ­მებ, ოც­ნე­ბას ხომ არ და­ვინ­გრევ?!"

 

რამ­დე­ნი გუ­რამ შე­რო­ზი­აც არ უნდა გა­მო­ვი­დეს თა­ვი­სი ბრძნუ­ლი სი­ტყვით და თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი "გა­გიპ­რა­ვოთ", მე გე­უბ­ნე­ბით, რომ ეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვე­რა­ნა­ირ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ მო­გა­ნი­ჭებ­დათ, გვერ­დით პა­ლა­ტე­ბი­დან ამ ვირუ­სის მსხვერ­პლი ადა­მი­ა­ნე­ბის კვნე­სის, ოხვრი­სა და ტი­რი­ლის ხმა რომ გა­გა­გო­ნათ, შვე­ლას რომ ითხო­ვენ უშე­დე­გოდ, იმი­ტომ რომ არა­ვინ იცის, რო­გორ და­ეხ­მა­როს!

 

ამი­ტომ სა­ნამ მო­რიგ უსინ­დი­სო­ბას ჩა­ი­დენ­დეთ, სა­ნამ მო­რი­გი "თრი­ფის­თვის" ღი­ღი­ნით და­ი­წყებ­დეთ ჩე­მოდ­ნის ჩა­ლა­გე­ბას, და­ფიქ­რდით, რის­თვის სწი­რავთ თქვენს გარ­შე­მო ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ანს, იქ­ნებ არც გი­ღირ­დეთ, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ლარი ამ ტან­ჯვად, რა­საც ჩვენ გან­ვიც­დით და გავ­დი­ვართ? მა­შინ, როცა ჩვენ ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის წესს ვი­ცავ­დით, რომ თავი გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა!

 

ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც შემ­თხვე­ვე­ბი შე­და­რე­ბით ბევ­რია. ამ ვირუ­სის მას­შტა­ბი დიდი ხა­ნია გას­ცდა 80 ქვეყ­ნის სა­ზღვრებს, ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად მი­დი­ხართ, იტა­ლი­ა­ში თუ სად­მე სხვა­გან.

 

მე კარ­გად ვარ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ახალ­გაზ­რდებს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად შე­უძ­ლი­ათ გა­და­ტა­ნა, მაგ­რამ გთხოვთ, ნურც სა­კუ­თარ თავს და ნურც ნუ­რა­ვის გა­წი­რავთ თქვე­ნი რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა თუ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, უბ­რა­ლოდ გა­და­დეთ! მად­ლო­ბა", - წერს თაკო ილუ­რი­ძე.

 

თაკო ილუ­რი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი 4 მარტს და­უდ­გინ­და, ის რო­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 12 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ იტა­ლი­ა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს. რო­გორც და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე მან უნდა გა­ი­ა­როს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე.

წაკითხვა 968 ჯერ