,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რატომ ხვდება დუმილით ხელისუფლების გაყალბებულ კვლევებს''-ნიკა გვარამია

,,ქართული ოცნების'' მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობის 54% უჭერს მხარს, ,,რუსთავი 2’’-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით, სახელისუფლებო პარტიამ კვლევა გააყალბა და კანონის დარღვევით გამოაქვეყნა.

 

,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რატომ ხვდება სრული დუმილით ქართული ოცნების გაყალბებულ კვლევებს, ყოველგვარი დადგენილი წესის გარეშე გამოქვეყნებულს, როცა არსებობს ამასთან დაკავშირებული უმკაცრესი და უზუსტესი მოთხოვნები? რ2-ის პოზიცია შემდეგია: ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ საკუთარ კვლევას და არ დავინტერესდებით პარტიების შიდა კვლევებით, რომელთა კრედიბილურობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა. ამას გარდა, მხოლოდ ჩვენი კვლევაა ჩატარებული ESOMAR-ის ანუ ევროპის კვლევის ორგანიზაციების წევრი ორგანიზაციის მიერ.

ps ქართული ოცნების კვლევის შემთხვევაში, რომც გვინდოდეს, ვერ გამოვაქვეყნებთ, რადგან ყოველგვარი დადგენილი წესის დარღვევით ქვეყნდება. არცაა გასაკვირი - კვლევა ზედაპირულად ყალბია’’, -განმარტავს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 796 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 25 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.