"იმ კაცს გავუხვრეტდი შუბლს და სიამოვნებასაც მივიღებდი"–ნიკა გვარამია

რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არაფერი ისე არ მძულს, როგორც სიკვდილით დასჯა. მაგრამ უნდა ვაღიარო, წუხელ ჩემ ქექეს ჩავუწექი ლოგინში და დილამდე ხელი არ გამიშვია. სკოლაში რომ მიდიოდა, ისეთი სტრესი მივიღე, ახლაც ვერ გამოვედი. და სანამ სახლში არ დაბრუნდა, დამბლადაცემული ვიყავი.

 

ხოდა, იმ კაცს გავუხვრეტდი შუბლს, და სიამოვნებასაც მივიღებდი. წავიდოდი და ჩავჯდებოდი მერე. ან კი რაღა მნიშვნელობა ექნებოდა, სად ვიჯდებოდი, ეს რომ მომსვლოდა.

 

ps სახელმწიფო ცხადია არ შეიძლება ვინმეს კლავდეს. ეს უდავოა."–წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 1036 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.