April 18, 2024

"დიდი გაყალბების დღესასწაული გვაქვს... ნახევარი ტომარა ფქვილის ფასად ისევ გაყიდიან საარჩევნო ხმებს მოქალაქეები..."

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგ შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დღეს დიდი გაყალბების დღესასწაული გვაქვს ქართველებო. კიდევ ერთი მოჩვენებითი არჩევნები ჩატარდება და რომელიმე ,,ლიბერალი,, წამოსკუპტება საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში. დღეს დაირაზმებიან ერის უთავმოყვარეოთა და იუდათა საარჩევნოდ დათრეინინგებული არმიები, ერთ ან ნახევარი ტომარა ფქვილის ფასად ისევ გაყიდიან საარჩევნო ხმებს მოქალაქეები... სულ-ხორციანა გაყიდულები ისევ მოაწყობენ ,,კარუსელებს,, ისევ გამოგლეჯენ ერთმანეთს საარჩევნო ურნებს და უკვე მერამდენედ დაასხამენ წყალს შვილების უბედურ მომავალზე. ზღვა ფული გადაირიცხება არქიფოს ანგარიშებიდან ნასუფრალზე აღზრდილ ,,ერის შვილთა,, ანგარიშებზე, რომელსაც არჩევნების შემდეგ ისევ გაძვალტყავებული ქვეყნის ძარცვით ასმაგად ამოიღებენ ბიძოს ყოჩაღები. ლიბერასტი მედიაც დიდ ფულს ჩაიჯიბავს და ,,გაბრწყინების,, გზაზე შემდგარ ვითომ ქვეყანას ისევ ყველა შვილი უღალატებს, ვინ როგორ და ვინ როგორ, რადგან ამ ბოლო 28 წლის მანძილზე ღალატში ერთობა უფრო გვემარჯვება ქართველებს ვიდრე ქვეყნის საკეთილდღეოდ შეკავშირება. 


არჩევნების ჩავლის, მლიქვნელური სუფრების და ,,მტლაშამტლუშის,, შემდეგ კი, პრეზიდენტგანაღდებული და სახელმწიფოგაპრავებული ქართველობა გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებს საქართველოს ფიზიკურ გაყიდვას, გათახსირება-განარკომანებას და ისლამიზაციას. ბანკები ისევ თემურ ლენგისეული სისასტიკით დაღუპავენ ხალხს და გატყაულ ქართველთა ახალი ნაკადები ისევ დატოვებენ სამშობლოს. ისევ მონური მორჩილებით და ფეისბუქური წუწუნით მოვისმენთ ,,ბიძინას ზღაპრებს,, ხოლო პოლიტიკანური ცხოვრება ისევ შავად დაგვიხატავს ქვეყნის მომავალს ინდურ-თურქული და უკვე ორიენტაციითაც ცისფერი ეკრანებიდან.

,,ჩვენისთანა ბედნიერი..."– წერს გურამ ქართველიშვილი.

წაკითხვა 819 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.