Facebook "რასობრივი სამართლიანობისთვის" იბრძოლებს

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შეიმუშაოს სპეციალური ზომები, რათა უზრუნველყოს „რასობრივი სამართლიანობა“ სოციალურ ქსელში.

ცუკერბერგი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში "ძალის გამოყენების მუქარის" შემცველი მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის საკითხსაც აუცილებლად გადახედავს. 

 

”ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროდუქცტის შექმნაზე, რასობრივი სამართლიანობის გასამყარებლად... ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში რასობრივი უსამართლობის გადალახვაში, და ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა შევცვალოთ ეს. მე მჯერა, რომ ჩვენი პლატფორმები დადებით როლს შეასრულებენ ამაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ჩვენი როლი მაქსიმალურად პოზიტიური იყოს “, - ნათქვამია კომპანიის დამფუძნებლის განცხადებაში.

 

ცუკერბერგმა ასევე განაცხადა, რომ წაიშლება ისეთი შინაარსის პოსტები, რომელიც ამომრცეველთა მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისკენ არის მიმართული. 

 

"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ამომრცეველთა ჩართულობისა და ძალის გამოყენების სახელმწიფო საფრთხეებს განიხილავს", - წერს ცუკერბერგი. 

 

მარკ ცუკერბერგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „Facebook-ის“ თანამშრომლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი ცუკერბერგის გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მან განაცხადა, რომ არ წაშლიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩანაწერს, რომელშიც ის ძალის გამოყენებით იმუქრებოდა.

წაკითხვა 459 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.