March 29, 2024

"მეორე ტურშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს, რომ კიდევ უფრო სერიოზულად შემოვულაწუნოთ "ქართულ ოცნებას"

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ბიძინამ შუა გაკრიფა იმ იმედით, რომ ნაცების ფონზე ყოველთვის ფავორიტები იქნებოდნენ.ბიძინამ შუა გაკრიფა იმ იმედით, რომ ნაცების ფონზე ყოველთვის ფავორიტები იქნებოდნენ.


ეს იყო სწორედ ბიძინას სტრატეგიული შეცდომა.


სწორედ ეს ნავსი გატყდა - ძველი მმართველი ძალისკენ წასულმა ხმებმა უკვე აჯობა ოცნების ხმებს.

ახლა ის დროა, ივანიშვილმა შეცვალოს მიზნები და სწორება ნაცებზე კი არ გააკეთოს, 2020-სთვის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სხვა ძალებს და ახალ ძალებს.


ეს არის ყველაზე მეტად გასაანალიზებელი ფაქტორი. რომ ეგონა ბიძინა ივანიშვილს, ყველაზე მაგარი ანალიტიკოსი ვარო, აღმოჩნდა ყველაზე არაკომპეტენტური.


მეორე ტურშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომ კიდევ უფრო სერიოზულად შემოვულაწუნოთ "ქართულ ოცნებას".


ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები, დაგვიჯეროს ჩვენ - "დააყრევინოს თავები" ოცნების მავნე წევრებს და იმ ძველ ნაცებს, რომელიც სიამოვნებით მოიშორა ძველმა მმართველმა ძალამ."- წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 826 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.