April 26, 2024

"არასდროს არ უნდა გეგონოს, რომ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ხალხი" –ირმა ინაშვილი

პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"როცა ღმერთი გაძლევს ხელისუფლებას და შენს ხელში ხვდება შენი ქვეყნის და ხალხის ბედი, არასდროს, არასდროს არ უნდა წახვიდე ამ ხალხის აზრის, ნების, სურვილის, ზნე-ჩვეულების, რწმენის წინააღმდეგ! არასდროს არ უნდა გეგონოს, რომ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ხალხი. არასდროს არ უნდა შეგეშინდეს, რომ დათმო, პოზიცია შეცვალო, ეს უკანდახევა არაა, ეს კომპრომისია შენივე ხალხის სასიკეთოდ, რომელიც დათმობაზე მადლიერებით და სიყვარულით გიპასუხებს.

 

მაგრამ როცა შენ ხდები შეუვალი, ჯიუტი, დათმობა გგონია მარცხი, ბოროტ ხალხს ამრავლებ შენს ირგვლივ და წესიერ კაცს იმედს უკლავ, თან, რქებით აწვები ხალხის ნებას, საპასუხოდ სიყვარულს ვეღარ მიიღებ.

 

ისიც უნდა გესმოდეს, რომ როცა შენი პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნავ და მაგალითად, შენი სახლის წინ ხე დარგე, ეს ხე ყველა იმ შენი მოქალაქის სახლის წინაც უნდა დარგო, ვისაც სუფთა ჰაერი უნდა. მარტო შენ გქონდეს ჟანგბადი და შენს ხალხს- არა, ე.ი. ვერა ხარ კარგი ხელისუფალი.

 

უნდა შეეცადო, რომ იყო კარგი, ვიდრე ღმერთი გაძლევს ხელისუფლებას.

 

თითქოს მარტივია ეს ყველაფერი. არადა, კარგად იწყება და ცუდად სრულდება ხოლმე."– წერს ირმა ინაშვილი.

წაკითხვა 824 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 03 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.