"არ მიყვარს წუწუნი, მძულს... ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ"- ხათუნა ჟორდანია

"დაახლოებით ერთი კვირაა, ცოტა ყელი მტკივა, მგონია რომ დამეძაბა, თუ დამეჭიმა ყელის ძარღვები.

ცოტა კისერიც მტკივა, ცოტა ფეხებიც, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი, მძულს. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ,"- ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია, საკუთარ Facebook ვიდეომიმართვაში აცხადებს.

 

"დღეს ავდექი და თმა შევიღებე. ვიცოდი, რომ საღამოს კონცერტია, კონცერტზეც გამოვდივარ. სცენაზე ვერ ვგრძნობდი თავს, თუმცა ჩემმა ზურამ დამიყოლია – დღეს დიდი კონცერტია, კიკვიძის ბაღში.

 

თმა შევიღებე, დავიხატე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი… ყველაფერს ვაკეთებ. ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო. ჩაფიქრებული მაქვს, ამ დაავადებას ჩემი ფსიქოლოგიური განწყობით მოვერევი და დავძლევ. თითქოს არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერი გაკეთებული მაქვს და მზად ვარ კონცერტზე წასასვლელად,"-ამბობს ჟორდანია.

წაკითხვა 537 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.