"ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და ზახაროვას უზრდელი ქცევის გამო ბოდიში მომიხადა"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"სერბეთის პრეზიდენტი:
"ვლადიმერ პუტინმა მარია ზახაროვას გამო ბოდიში მომიხადა"

 

წუხელ სერბეთის ტელევიზიით ალექსანდრე ვუჩიჩი გამოსულა და უთქვამს - "ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მარია ზახაროვას უზრდელი ქცევის გამო ბოდიში მომიხადაო" (რაც, სხვათა შორის, კრემლის პრესსამსახურმაც დაადასტურა).

 

როგორც ცნობილია, მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელმა, ამას წინათ, ალექსანდრე ვუჩიჩის დონალდ ტრამპთან შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათის კომენტირებისას, სერბეთის პრეზიდენტის პოზა ეროტიკულ ფილმ "ძირითადი ინსტინქტის" მთავარი გმირის, მსახიობ შერონ სტოუნის ჯდომის პოზას შეადარა (შერონს, რბილად რომ ვთქვათ, ფეხები საკმაოდ სექსუალურად აქვს აწეული.

 

"ვლადიმერ პუტინს (და სერგეი ლავროვს) ჩემს წინაშე ბოდიში არასდროს მოუხდიათ, მარია ზახაროვას პოსტის გამო კი ორივემ მომიბოდიშა. მე, საერთოდ, ჩემი თავი ზრდილობიანი ადამიანად მიმაჩნია და ამ ფაქტს მათ არც კი შევახსენებდი... ვთვლი, რომ ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა, მოულოდნელი ინციდენტებისგან კი არავინ დაზღვეული არ არის. როგორც იტყვიან ხოლმე, მე ის უკვე "გავატარე. მე არც პრორუსი ვარ და არც პროამერიკელი, მე პროსერბელი ვარ. ყველას პატივს ვცემ, ვისაც ჩვენი პრობლემები ესმის. მათ შორის ერთ-ერთი ვლადიმერ პუტინიც არის", - ციტირებს "ბი-ბი-სი" ალექსანდრე ვუჩიჩის ნათქვამს. https://www.bbc.com/russian/news-54107387


----------
რაც შეეხება თვითონ მარია ზახაროვას, რომლის მოქმედებამაც ეს გახმაურებული დიპლომატიური ინციდენტი გამოიწვია, ბოლო დღეებში ჩუმად არის. ვფიქრობ, ამ დონის სკანდალს არ აპატიებენ და სადღაც გადაიყვანენ,"
- წერს ის.

წაკითხვა 370 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.