,,იმედია, კორონა საციხოდ არ გამიმეტებს!"

,,ვაიდა, სიცხემ აგიწიათ, დარეკეთ სასწრაფოში, თან ხართ ჯიბეგამოფხეკილები, წინასწარ ამცნეთ 112-ის ოპერატორს, რომ ფულьები არ გაქვთ დაპაჩკული და სადმე "ზაბეგალოვკა" საავადმყოფოში მიგაჩანჩალონ, - სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა მუსელიანი თავსგადამხდარი ამბის შესახებ წერს.

 

,,ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი. სანდროს ატკივდა ყელი, აუწია სიცხემ და ზედ კიდე რაღაცეები დაემატა. მე ელდა მეცა, ვაიიი კორონა ხომ არ მოგვაგდა ვიფიქრე. ვრეკავ 112-ში, კითხვა მაქვს:- როგორ მოვიქცე? ჩამოვუთვალე ჩივილები, გამომკითხეს წესისამებრ ყველაფერი და მითხრეს ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებათო. 3 წუთში რეკავს ქალბატონი, ისიც მეკითხება ჩივილებს, მოვახსენე. ასეთ დროს აუცილებლად გადაგვყავს პაციენტი კლინიკაშიო. მარტო პაციენტი თუ ვინც ვართ სახლში დანარჩენებიც მეთქი? არაო, პაციენტი ჩამოვიდეს ეზოშიო და გადავიყვანთო. მოვიდა სასწრაფო, ჩავქანდი სანდროსთან ერთად. ჩვენ რა ვქნათ ბატონო, სად მიგყავთ, რომელ კლინიკაში, მშობლები როგორ მოვიქცეთ? რომელიმე წამოყევითო და ვდურთეთ თავი გაწკრიალებულ მანქანაში მე და სანდრომ.

 

ბოჭორიშვილში მიგვყავხართო მითხრა ექიმმა და 3 წუთში კლინიკის მიმღებში ვიყავით. 

 

10 წუთში მორიგე ექიმიც გამოვიდა, მოგვესალმა და კაბინეტში შეგვიძღვა (სიცხე გაუზომეს მანამდე დერეფანში) გასინჯა, ფილტვებსაც საგულდაგულოდ მოუსმინა, ჩივილებიც გამოკითხა და რა თქმა უნდა ტესტი გასაკეთებელიაო. რამე თანხა გვექნება გადასახდელი მეთქი, ჩავეძიე ექიმს. მაგას ადმინისტრატორი მოგახსენებთო და გავეშურეთ ოფიციალური მიმღებისკენ. შეკითხვა მაქვს თქვენთან, მოვემზადე სალაპარაკოდ, დამაცადეთ ქალბატონო, მოვრჩები საქმეს და მერე მოგისმენთო მკვახედ მაჯახა ახალგაზრდა გოგონამ.

 

მოიცალა 10 წუთში და გისმენთო. სანამ გააფორმებთ ჩემ შვილს, მაინტერესებს რამე თუ მექნება გადასახდელი მეთქი.

 

მოაღო პირი და მომაყარა და მომაყარა...რაღაცეებს კი მივხვდი მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ და შევაჩერე. უფრო მარტივად რომ ამიხსნათ თუ შეიძლება: ე.ი. თუ კორონაზე ტესტს ავუღებთ პასუხი არ იქნება ხვალ საღამომდე და მოგვიწევს დარჩენა და გარკვეული თანხის გადახდა რომელიც მე არ მაქვს! 

 

ასე თუ შეიძლება: ავიღოთ ტესტი და ოჯახში თვითიზოლაციაში დაველოდოთ პასუხს? არაო! აქ უნდა დარჩესო და ამ წამს რა სიმპტომებიც აქვს იმას უნდა ვუმკურნალოთო. 

 

თუ ტესტის პასუხი მოვა დადებითი, გადაიყვანენ ბოქსირებულ პალატაში და შემდგომ მკურნალობას სახელმწიფო იღებს თავის თავზეო! 

 

მე ვეუბნები: ახლა რომ დაგვტოვოთ მე ვერ გადავიხდი იმ თანხებს (160 ლარი ტესტი, 73 ლარი პალატა და გადასხმები, წამლები, ანალიზები და ა.შ......) გასაწეწი პონტია მოკლედ. ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე? უნდა დააწვინოთ და გადაიხადოთო! თუ ვერ ვიხდი და ვაიდა კორონა აქვს სახლში გვიშვებთ მეთქი? აუღეთ ტესტი და წავალთ. არაოოო, თუ ტესტს ავუღებთ უნდა დაწვესო, ისე ტესტს არ გავუკეთებთო. გამოდის, სავარაუდო კორონიანს გარეთ გვიშვებთ მეთქი? წაბრძანდით, ხვალ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დარეკეთ და იქ გაარკვიეთ სად შეიძლება უფასო ტესტის გაკეთებაო. ისე სასწრაფომ რატო მოგიყვანათ ბოჭორიშვილშიო? პირი დავარე და დამრჩა ღია კარგა ხანს. მიმღების ექიმს აშკარად შევეცოდეთ, ძალიან ნერვიულობდა, ტელეფონიც გამომართვა, დაგირეკავთ ბავშვს მოვიკითხავო, არ ინერვიულოთ მე დარწმუნებული ვარ სეზონური ვირუსი აქვსო მითხრა და თბილად დაგვემშვიდობა! 

 

ახლა ეს ამხელა არზა რატო ჩამოვწერე: ვაიდა სიცხემ აგიწიათ, დარეკეთ სასწრაფოში, თან ხართ ჯიბეგამოფხეკილები, წინასწარ ამცნეთ 112-ის ოპერატორს რომ ფულьები არ გაქვთ დაპაჩკული და სადმე "ზაბეგალოვკა" საავადმყოფოში მიგაჩანჩალონ. რათა უკანასკნელ ბომჟად არ გაგრძნობინონ თავი გაპრიალებულ "ბალნიცაში". ახლო მომავალში თუ პავლოვზე ბათქა-ბუთქის ხმა გაიგეთ, შორს არ ეძებოთ თავდამსხმელი...იმედია კორონა საციხოდ არ გამიმეტებს! სანდროს სიცხემ აუწია, ვზივარ და ვლოცულობ კორონა არ ჰქონდეს! ღმერთო შენ გვიშველეეეეე!", -წერს სოციალურ ქსელში ნანა მუსელიანი.

წაკითხვა 560 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.