"გავთიშოთ და ვიბატონოთ, ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მას ამომრჩევლისთვის შეთავაზება აქვს, რომლის თანახმადაც, ოჯახის სხვადასხვა წევრმა, სხვადასხვა კანდიდატს უნდა მისცეს ხმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჭრელი პარლამენტი მივიღოთ.

"მოახლოვდა არჩევნები. მეც მეზარება სახლიდან გასვლა, მაგრამ როგორც ქალი პასუხისმგებლობა - 2020, 2021, 2022 და ასე სიკვდილამდე, გადავლახავ სიზარმაცეს და წავბრძანდები უბანზე პირბადით და ჰალოუინის გრიმით (ერთ დღესაა ეს ორი დიდებული დღესასწაული, კუდიანების და გუდიანების). "გათიშე და იბატონეო", ძველი რაჭული ანდაზა ხომ გახსოვთ? და ამ ანდაზას ჩვენს წინააღმდეგ რომ იყენებენ მთავრობები, გვაქუცმაცებენ და ერთმანეთს გვაძიძგნინებენ, ეგეც ხომ გახსოვთ? ხოდა ძლივს ჩვენს მოედანზეა ბურთი და ერთხელ მაინც ჩვენ გავთიშოთ და ვიბატონოთ, ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი, - ცოტა გირჩი, ცოტა ლელო, ცოტა ოცნება, ცოტა ნაციონალი, ცოტა ვინცგინდა, ცოტა წითელზე დავდოთ, ცოტა შავზე და ასე... და ჩავსკუპდეთ მერე პოპკორნებით სავარძლებში, ჩავრთოთ ტელეყუთები და გავერთოთ გემრიელად. მოკლედ, ოჯახში თუა ოთხი ამომრჩეველი, უნდა გაიშალოს ფრონტზე და ოთხ სხვადასხვას მისცეს ხმა" - წერს ფანკჯიკიძე. 

წაკითხვა 543 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.