April 25, 2024

,,დაუჯერებელი სელფი" - რა ფოტოს აქვეყნებს გიგი უგულავა

პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, პარტია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს. 

 

,,ინგა გრიგოლია, აჰა დაუჯერებელი სელფი. ყველაფერი მაგრად იქნება. ერთობით ჩვენ შევძლებთ", - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

აღნიშნულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფოტოს ქვეშ არ ცხრება კომენტარები: 

 

,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", ,,არასოდეს თქვა, არასოდეს, ძალა ერთობაშია", ,,რა ქენი ბიძინა ეს?!", ,,გაგახაროთ კრიშნააამ", ,,ოხ, რამდენჯერ, რამდენჯერ ამოგიგდებენ ამ სელფს", ,,თხა და მგელი ერთად სძოვდეს", ,,მართლა, ნიჭიერი კაცია ბიძინა", ,,მაინც საოცარი ქვეყანა ვართ", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. 

 
წაკითხვა 694 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.