,,ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემს მდგომარეობაში სხვა არ აღმოჩნდეს და ყველამ გაითვალისწინოს..."

რუსა მამასახლისი სოციალურ ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და იმ ისტორიის შესახებ უყვება, რაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ დასმული კორონავირუსის არასწორი დიაგნოზის გამო შეემთხვა. 

 

,,რასაც ეხლა ვწერ, ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩემს თავს ხდება. 4 ნოემბერს, ღამით დედაჩემს მისცა სიცხე და გახდა შეუძლოდ. ცხადია, დილასვე გამოვიძახე კომპანია Med 11 PCR ტესტის გასაკეთებლად (სხვაგან ადგილი არ იყო). 5 ნოემბერს დამირეკეს და მითხრეს, რომ პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონა არ ჰქონდა დადასტურებული, დედაჩემის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, სიცხის დაწევა გვიჭირდა, დაეწყო ხველა. გადავუღეთ რენტგენი და აღმოაჩნდა ფილტვების ანთება. რადგან დედაჩემი რისკ ჯგუფშია (არის 68 წლის, აქვს დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები) ძალიან ვნერვიულობდით, ამიტომ 9 ნოემბერს გავაკეთეთ განმეორებითი ტესტი, ისევ კომპანია @med 11-ში.

 

10 ნოემბერს დამიკავშირდნენ კომპანია med 11-იდან და მითხრეს რომ პასუხი კოვიდ -19 ზე, ისევ, უარყოფითი იყო. რადგან უკვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ დედაჩემს კოვიდ-19 ნამდვილად არ ქონდა, დავიწყე სამსახურში სიარული, სადაც მქონდა კონტაქტი უამრავ ადამიანთან. ასევე, მივდიოდი ნათესავებთან და მეგობრებთან სხვადასხვა საჭიროებებზე. უამრავი ადამიანი მოვიარე ამ ხნის განმავლობაში. 

 

პარალელურად, ვრჩებოდი და ვუვლიდი დედაჩემს, ვუკეთებდი ანტიობიოტიკებს და ა.შ. რამდენჯერმე სხვა ადამიანის დახმარებაც დამჭირდა ნემსის და გადასხმის გასაკეთებლად, რომელსაც ვუთხარი რომ დედაჩემი კოვიდ უარყოფითი იყო და არ შეექმნებოდათ პრობლემა.

 

დღეს, დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და მოიკითხეს დედაჩემი, მას მერე რაც ძალიან გავიკვირვე თუ რატომ ინტერესდებოდნენ, ამიხსნეს რომ დედაჩემი იყო კოვიდ დადებითი (9 ნოემბერსვე დადასტურებულა) და აინტერესებდათ მისი მკურნალობის მიმდინარეობა. 

 

თავიდან შეცდომა მეგონა და გადამოწმება ვთხოვე. საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კომპანია med 11-მა არასწორად მოგვაწოდა ინფორმაცია. კლინიკის დირექტორმა ოპერატორს დააბრალა შეცდომა, რომელმაც წარმოდგენა არ მინდა რამდენი ადამიანი შეიძლება დააინფიციროს. ცალკე ის საფრთხე, რაშიც ეხლა ვართ დედაჩემის გამო.

 

ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემს მდგომარეობაში სხვა არ აღმოჩნდეს და ყველამ გაითვალისწინოს ეს გამოცდილება.

 

კლინიკის დირექტორმა ძალიან ცინიკურად მირჩია, რომ იურისტისთვის მიმემართა, ასეც მოვიქცევი, იმედი მაქვს ისე დასრულდება, რომ ვეღარასდროს ვეღარ შეძლებენ ასეთი ზიანის მიყენებას სხვა ადამიანებისთვის.

 

ასევე, იმედი მაქვს რომ რაიმე ფორმით დაარეგულირებენ და გააკონტროლებენ ასეთი კომპანიების სამუშაო პროცესს, რომელიც ვირუსის გამოვლენაში და თავის დაცვაში კი არ ეხმარება ადამიანებს, არამედ, პირიქით - ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. med11", - წერს რუსა მამასახლისი.

წაკითხვა 571 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.