მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს, ამის მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
მოიწონეთ ჩემი პოსტები, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ - აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2 წლის წინანდელ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა! -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.