განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი ვართ, ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალას აქვეყნებს.
გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა, როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის – მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.