აპრილი 08 2022 წაკითხვა 313 ჯერ

"ნაცმოძრაობა" რომ სოროში აღარ ზის და ეს მართლა სამშობლოს გამყიდველები ამდენს რომ ბედავენ, აი, ესაა "ქართული ოცნების" უდიდესი და გამოუსწორებელი დანაშაული, - წერს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. 

აპრილი 05 2022 წაკითხვა 455 ჯერ

"ევროპარლამენტმა ქოცრეჟიმს ყაველაშვილზე უარესი ჩაუტარა. თავად განსაჯეთ,- წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

აპრილი 05 2022 წაკითხვა 271 ჯერ

დიახ, მარიუპოლი ისევ და ისევ სასწაულებრივად დგას! ჩალპნენ ადგილზე რუსი ფაშისტები! ახლა დამატებითი ძალების გადასროლას გეგმავენ, რომ ახალი ძალით შეუტიონ ამ გმირ ქალაქს! ჩვენებიც მიიწევენ ბრძოლებით, -  წერს სოციალურ ქსელში ბუკა პეტრიაშვილი.

აპრილი 04 2022 წაკითხვა 271 ჯერ

წყლის ნაყვაა, რასაც დავწერ, მაგრამ დღეს ხელისუფლება უნდა იდგეს, აგროვებდეს იმ ფოტოებს და ვიდეოებს, რაც საქართველოში რუსეთის მიერ გამოვლენილ ფაშიზმს მოჰყვა 1991-92 წლებში და 2008 წელს, საქართველოში შეფარებულ და საქართველოს მოქალაქე ქისტებთან უნდა აგროვებდეს კადრებს, რასაც აკეთებდნენ რუსები ჩეჩნეთში და მერე ცალკე თბილისში მყოფ უცხოელ ელჩებს უნდა იწვევდნენ და აჩვენებდნენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

აპრილი 02 2022 წაკითხვა 189 ჯერ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, არჩილ ტატუნაშვილის გმირობა მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სამშობლო.

მარტი 31 2022 წაკითხვა 335 ჯერ

არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე. ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდაო. ეს არის მიზეზი? ალოგიკურია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

 

"არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა? იქიდან ელჩები რატომ არ გაიწვია?

 

ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა.

 

არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა.

 

არც ერთ ქვეყანას იმაზე დიდი სიმწარე არ განუცდია რუსეთისგან, როგორც საქართველომ.

არც ერთ ქვეყანას იმხელა მსხვერპლი არ გაუღია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ.

არც ერთი ქვეყნის მებრძოლი მოხალისე არ არის უკრაინაში, რამდენიც ქართველია.

რა საქციელია ეს ზელენსკისგან?

 

არ მომწონს და უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად,"- წერს გოგა ჩანადირი. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

 

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.

გვერდი 29 სულ 117
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.