საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ წერს.
მისი თქმით, ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მას ბევრი მუტაცია და ორგანიზმში სწრაფად შეღწევის უნარი აქვს.
ამ ეტაპზე, უცნობია არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალი შტამის წინააღმდეგ.
ის ახალი შტამების წარმოქნის მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, მით უფრო მაღალია მუტაციის რისკი. გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი შტამები უმეტესად, სწორედ ისეთ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.
"ვერ არის საქმე კარგად.
გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება. სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.
სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია.
ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში.
რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
ძალიან სწრაფად ვრცელდება, საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.
რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…
რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).
რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა: დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან!
რა უნდა გააკეტოთ თქვენ: მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები!
ჯანმრთელობას გისურვებთ …" - წერს ფხაკაძე.
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.
2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ლევან ცუცქირიძის გარდაცვალებას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოება დიდ ადამიანს ეთხოვება და აცილებს უკანასკნელ გზაზე.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
ნათელი ხდება რატომაც “ჩამოვიდა” სააკაშვილი საქართველოში: პრაქტიკულად აფხაზეთის ეკონომიკური ანექსია ხდება, - ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი, - თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.