March 28, 2024

ივნისი 11 2021 წაკითხვა 374 ჯერ

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში D ვიტამინით გამოწვეულ ტოქსიურობასა და ჰიპერკალცემიას ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ივნისი 11 2021 წაკითხვა 459 ჯერ

 

„საქპატენტის“ თავმჯდომარის, მინდია დავითაძის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. - ამის შესახებ მინდია დავითაძე სოციალურ ქსელში წერს და იმ გარემოებსაც ხსნის, რაც გათავისუფლებას წინ უსწრებდა.

„მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე „საქპატენტის“ თავმჯდომარედ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახლი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან.

როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.

გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ - 9 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.

მოკლედ მინდა გაგაცნოთ ის პროცესები, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა: შეხვედრაზე უარის პარალელურად, მოულოდნელად, ჩემი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, ჩემი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით „საქპატენტში“ ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა „საქპატენტში“ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია. ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში - 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც „საქპატენტს“ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით.

ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად. ილია დარჩიაშილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის - გიორგი გახარიას მიერ.

სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან „საქპატენტი“ გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისს. 2011 წლიდან ვმუშაობ საჯარო სამსახურში, სადაც კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მიმიღია არც ერთი საყვედური.

ვამაყობ, რომ სწორედ „საქპატენტში“ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში გაიზარდა ამ სამსახურის ცნობადობა, გაძლიერდა თანამშრომლობა საერთაშორისო კუთხით, საიდანაც საქპატენტის მიმართ გამოთქმულია არაერთი პოზიტიური შეფასება, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა სასწავლო ცენტი. განსაკუთრებით საამაყოა, რომ უწყება ISO სერტიფიცირების პროცესშია. უწყებაში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი და თამამად მინდა განვაცხადო, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დღეს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უწყებაა. ამ თვეში, განიხილებოდა უწყების არსებობის ისტორიაში პირველი, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის დამტკიცების საკითხი. დასრულდა ერთი წლის ანგარიშზე მუშაობა და დანიშნული იყო პრეზენტაციის თარიღი.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. სამწუხაროა, რომ კეთილსინდისიერი მოხელის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა უკანონო მეთოდები და რაც მთავარია ამ პროცესში ინსტრუმენტად გამოიყენა შრომის ინსპექციის სამსახური, სადაც ასევე, უამრავი კეთილსინდისიერი მოხელე მუშაობს და რომლის ავტორიტეტის გაფრთხილებაც დღეს, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პროცესში, მნიშვნელოვანია “. - წერს მინდია დავითაძე.

ივნისი 11 2021 წაკითხვა 433 ჯერ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

ივნისი 10 2021 წაკითხვა 497 ჯერ

სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

ივნისი 08 2021 წაკითხვა 408 ჯერ

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბედი არ არსებობს. მისი თქმით, ყველა დამიანი საკუთარ ბედისწერას თავად ქმნის. 

ივნისი 08 2021 წაკითხვა 336 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ორჯერადად ვაქცინირებული და დაავადებული ადამიანების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ვირუსის ვარიანტების ცირკულირების შესახებ სრული ინფორმაციის ქონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვერდი 52 სულ 117
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.