ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 

 

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრები 71:69 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 64-64 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. დამატებითი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა. 

ამ გამარჯვებით საქართველომ 15 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.

შეხვედრა თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართა.

წაკითხვა 944 ჯერ

სიახლეები