April 25, 2024

რამ გამოიწვია გულის გაჩერება და როგორია კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მგომარეობა

კრისტიან ერიქსენის ექიმის თქმით, ფეხბურთელს მოედანზე კოლაფსის დროს გული გაუჩერდა. 

 

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველი საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის თანაგუნდელებს მოკითხვას უგზავნის. 

 

"ის პრაქტიკულად აღარ იყო, ჩვენ შევძელით და გული ავამუშავეთ, ეს იყო გულის გაჩერება. ამ დრომდე ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ ყველაფერი ნორმალურად აქვს, გაუგებარია რამ გამოიწვია გულის გაჩერება," - განაცხადა ბოესენმა

 

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს დახმარება და გულის ამუშავებისთვის დეფიბრილაცია, მოედანზევე ჩაუტარდა. 

წაკითხვა 458 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.