ამ გვერდის ამობედვა

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

ლაშა შავდათუაშვილიმა ტოკიოს ოლიმპიადის 1/2 ფინალში კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.

 

ლაშა შავდათუაშვილისთვის ნახევარფინალური ორთაბრძოლა მეტად რთული გამოდგა. კორეელი ჩანგრიმ ანი ჩასაფრებული ჭიდაობდა, თავის შანსს ელოდა. ლაშა კი მეტად აქტიურობდა, თუმცა გდებამდე საქმე არ მისულა. ანმა იმდენი მოახერხა, რომ დამატბითი დროის მეცხრე წუთამდე მტკიცედ იჭიდავა, თუმცა ბოლოსდაბოლოს, მესამე გაფრთხილებით ასპარეზობას გამოეთიშა.

 

დღეს ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა.ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

 

ეს ქართველისთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიური მედალია. შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.

 

ეგახსენებთ,რომ დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რამდენიმე წუთში იჭიდავებს.

წაკითხვა 374 ჯერ