ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.

ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

 

მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).

 

შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

წაკითხვა 442 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.