ამ გვერდის ამობედვა

მესის ცრემლიანი ხელსახოცი მილიონ დოლარად გაიყიდება

ფეხბურთელ ლიონელ მესის ბარსელონასთან გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის დროს გამოყენებული ქაღალდის ხელსახოცი მილიონ დოლარად გაიყიდება.

ხელსაწმენდის გაყიდვის შესახებ განცხადება ვებგვერდ Mercado Libre-ზე გამოქვეყნდა.

 

შეგახსენებთ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ბარსელონას დატოვების დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

 

34 წლის ფეხბურთელმა მთელი მისი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა. 2003 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა. მესი ექვსგზის ოქროს ბურთის მფლობელია. მან კლუბთან ურთიერთობა 30 ივნისს დაასრულა. ოფიციალურად ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელება მასში არსებული ფინანსური მოცემულობის მიხედვით საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.

წაკითხვა 361 ჯერ