კვარაცხელიას შოუ გრძელდება - ხვიჩამ „მარადონა არენაზე“ დებიუტი პირველი იტალიური დუბლით აღნიშნა
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შოუ დადგა – „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0, რაშიც ქართველმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების თავადამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მცველები დიდი ყურადღებით მეურვეობდნენ, მაგრამ ეპიზოდურად მაინც უსხლტებოდა და ამით 35-ე წუთზე ისარგებლა. ხვიჩა მეურვისგან გათავისუფლდა და 20 მეტრიდან ულამაზესი გოლით „ნაპოლი“ დააწინაურა.
იტალიური და ევროპული მედია სერია ა-ს მეორე ტურში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა:
„ევროსპორტი იტალია“ - „კვარაცხელიას შედევრების ქსელი. კვარაცხელიას შოუ ფანტასტიკური გოლებით გრძელდება“.
t-online.de - „ნაპოლი“ კვარაცხელიას საოცნებო გოლით დაწინაურდა“.
„სპორტ ფეის“ - „კვარაცხელიას გიჟური გოლი – შესანიშნავი გასროლა.
ხვიჩა კვარაცხელიას გიჟური გოლით „ნაპოლიმ“ „მონცასთან“ ანგარიში გახსნა. ქართველი ბურთს მარცხნიდან იღებს და ცენტრს უახლოვდება, რის შემდეგაც ბრუნში მარჯვნით არტყამს, რაც ლორენცო ინსინიეს გოლებს გვაგონებს. ის თავიდანვე გახდა გულშემატკივართა კერპი ორ თამაშში ორი გოლით. ის მართლაც იშვიათი სილამაზის მარგალიტია“.
„ტუტო ატალანტა“ - „კვარაცხელიას კლასი და შედევრი „მარადონაზე“. 35-ე წუთზე რაკეტასავით გაისროლა და მეკარეს არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო“.
„სქაი სპორტი“ - „კვარაცხელიამ „ნაპოლი“ შესანიშნავი გოლით დააწინაურა. 62-ე წუთზე კი დუბლი მორიგი არაჩვეულებრივი დარტყმით შეასრულა“.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი