ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, 7x7-ზე ფეხბურთში „მასტერ ლიგის“ საქალაქო ფინალური მატჩი გაიმართა

ქუთაისში, 7x7-ზე ფეხბურთში „მასტერ ლიგის“ საქალაქო ფინალური მატჩი გაიმართა.


შეხვედრა ქუთაისურ კლუბებს „ სერვალსა“ და „ბუკიას“ შორის ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა, რომელიც საგანგებოდ 7x7-ზე ფეხბურთისთვის გაკეთდა მიმდინარე წელს . ახალი სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

ტურნირი ქუთაისის მერიისა და „მასტერ ლიგის „ მიერ იყო ორგანიზებული და მასში 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ თამაშს ესწრებოდა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საქართველოს 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის დამფუძნებელი ლაშა ჭეიშვილი.


გადამწყვეტ ბრძოლაში ჩემპიონობა „ბუკიამ“ მოიპოვა.


აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ქუთაისის სტადიონი დასავლეთ „მასტერ ლიგას“ უმასპინძლებს .

წაკითხვა 260 ჯერ

სიახლეები