ამ გვერდის ამობედვა

ერთ თვეში მიღებული 33 717 ლარი - რა პრინციპით გაიცემა პრემია ჭიდაობის ფედერაციაში

„ლიბერალმა“ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გამოითხოვა ინფორმაცია 2017-2018 წლებში ფედერაციის ხარჯის, ხელფასისა და პრემიების შესახებ.  აღნიშნულ წლებში ფედერაციას გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობდა და ის დღემდე ამ თანამდებობაზე რჩება.
 
ოფიციალურად, ჭიდაობის ფედერაციაში დასაქმებულია 20 ადამიანი.
 
ფედერაციის 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 4 752 779 ლარს, ხოლო 2018 წლის - 6 244 897 ლარს.
 
2017 წელს  ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 149 460 ლარი.  2018 წელს - 234 000 ლარი.
 
პრემიად გაიცემა თანხა, რომელსაც ფედერაციას სამინისტრო საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით გამოუყოფს. 
 
კერძოდ, კანონის მიხედვით, ფედერაციების ადმინისტრაციულ ჯგუფს შეჯიბრებებზე სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 10 პროცენტი ეკუთვნის. 
 
შეკითხვაზე, როგორ ნაწილდება ფედერაციის შიგნით საპრიზო თანხიდან მიღებული 10% გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას ფედერაციის პრეზიდენტი იღებს და კრიტერიუმი არის „დამსახურება“.
 
„თქვენი საქმე არ არის, ვინ რას მიიღებს. ყველა, როგორც იმსახურებს, ისე იღებს. სპორტსმენიც, მწვრთნელიც და თანამშრომელიც. დამსახურების მიხედვით“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან.  
 
2017 წელს ტექნიკურმა მენეჯერმა თავისუფალ ჭიდაობაში  პრემია აიღო 2-ჯერ. აგვისტო - 6 493 ლარი ; დეკემბერი - 33 717 ლარი. 
 ამავე წელს ჭიდაობის ფედერაციის ადნინისტრაციის უფროსმა მიიღო დეკემბერში 33 717 ლარი პრემიის სახით. 
 2018 წელს გენერალურმა მდივამა,  პრემიის სახით მიიღო:  აგვისტო - 5 000 ლარი; დეკემბერი - 18 750 ლარი. 
2018 წელს ადმინისტრაციის უფროსმა მიიღო: აგვისტო - 5 000 ლარი, დეკემბერი - 18 750 ლარი.

„ლიბერალი“ ცდილობდა, გაერკვია, თუ რა დამსახურებით მიიღო პრემიის სახით 40 210 ლარი ტექნიკურმა მენეჯერმა თავისუფალ ჭიდაობაში, 2017 წელს, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

პრემიებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა მოვახერხეთ გეგა გეგეშიძისთვის, საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.მისი თქმით, ის დამსახურების მიხედვით ანაწილებს ჯილდოს სახით მიღებულ თანხას. კონკრეტულად, რა დამსახურების გამო მიიღო ამა თუ იმ თანამშრომელმა, არ ამბობს.

„თქვენი საქმე არ არის, ვინ რას მიიღებს. ყველა, როგორც იმსახურებს, ისე იღებს. სპორტსმენიც, მწვრთნელიც და თანამშრომელიც. დამსახურების მიხედვით“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან.

liberali.ge

წაკითხვა 843 ჯერ

სიახლეები