ამ გვერდის ამობედვა

თბილისის გრანპრიზე ქართველებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

თბილისის ძიუდოს გრანპრიზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს.

 

გიორგი თუთაშვილი გადამწყვეტ ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ტაი ფლიკერსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამავე წონაში ბრინჯაო ბაგრატ ნინიაშვილი მოიპოვა, რომელმაც აზერბაიჯანელი იბრაჰიმოვი იპონით დაამარცხა. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ჯაბა პაპინაშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა.

imedinewa.ge

წაკითხვა 843 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2019

სიახლეები