ამ გვერდის ამობედვა

სამთო სათხილამურო მედია-ტურნირში „იმედის“ ჟურნალისტმა გაიმარჯვა

სვანეთში სამთო სათხილამურო მედია-ტურნირში პირველი ადგილი ტელე იმედის თანამშრომელმა მამუკა გოგლიძემ დაიკავა.

სპორტულ შეჯიბრში ქართული მედიასაშუალების 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ერთმანეთს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეეჯიბრნენ.

ვაჟთა შორის პირველი ადგილზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა მამუკა გოგლიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ წარმომადგენელი ლაშა ჩაგელიშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის პროდიუსერმა ლაშა მიქაძემ დაიკავა.

მედია-ტურნირში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალური მედლები და პრიზები გადაეცათ.

გოგოებს შორის პირველ ადგილი ტელეკომპანია Music Box-ის ჟურნალისტმა ნინუცა როსტიაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ ჯანელიძე, მესამე ადგილი კი PostTV-ის წარმომადგენელმა ნუკი ბაღდავაძემ დაიკავა.

imedinews.ge

წაკითხვა 794 ჯერ

სიახლეები