ამ გვერდის ამობედვა

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დამთავრდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

 

65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

 

 

ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. დღეს, მე-11 ტურში პურევდორჯ ბუჯინლხამი (მონგოლეთი) დაამარცხა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წწ.) დაიმსახურა.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 567 ჯერ