ამ გვერდის ამობედვა

ყველაზე დიდი წარმატება ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში

საქართველო, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებულიც კი, ქართველებისთვის ისეთ არატრადიციულ სპორტის სახეობაში, როგორიც ფიგურული ციგურაობაა ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს.
ქართველმა წყვილმა ფიგურულ სრიალში-მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოქროს მედალი მოიპოვეს იტალიიის ქალაქ ტურინში გამართულ გრან პრის ფინალურ ტურნირზე.იუნიორებს შორის ყინულზე ცეკვაში შეჯიბრში მსოფლიოს 6 საუკეთესო წყვილი ჩაება აშშ-დან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან. რითმული ცეკვებში და სპორტულ ცეკვებში ქართველი წყვილის გამოსვლა ერთბაშად სენსაციური და ისტორიული აღმოჩნდა, საბოლოოდ პირველი შედეგი დააფიქსირეს და მე-2 ადგილზე გასულ ამერიკელებს 01.6 ქულით გაასწრეს.
ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს ნამდვილი სენსაციაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ კაზაკოვა და რევია, მხოლოდ მესამე სეზონია ერთად გამოდიან.
http://intermedia.ge/

წაკითხვა 548 ჯერ

სიახლეები