ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, IRIB-მა მიუნხენის ბაიერნისა და აუგსბურგის მატჩის ჩვენებაზე თქვა უარი, რომელიც გასულ პარასკევს ჩატარდა.

ამ დროს შეხვედრის ერთ-ერთი მსაჯი ბიბიანა შტაინჰაუსი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მედიამ, ირანულ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.ტრანსლაციის შეწყვეტის მიზეზი მკაცრი, და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არაერთხელ გაკრიტიკებული, დისკრიმინაციული ირანული წესები გახდა. წესების მიხედვით, აკრძალულია ქალის სხეულის ნაწილების საჯაროდ გამოჩენა, მათ შორის ფეხბურთის ფორმით. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირანელმა კორესპონდენტმა, ნატალი ამირიმ, ეს ინფორმაცია პირველმა ტვიტერზე გაავრცელა. ის წერდა, რომ ტრანსლაციის გაუქმება დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა. "და ვინ არის ამაში დამნაშავე?!", - წერს ჟურნალისტი. "რა თქმა უნდა, ისევ ბიბი [ქალი მსაჯი]", - თავადვე პასუხობს დასმულ შეკითხვას. ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალია, რომელმაც გერმანიაში კაცების უმაღლეს ლიგაში, ბუნდესლიგაში იმსაჯა. მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. ირანში ფილმების ჩვენების დროს, ქალის სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მოშიშვლებულად ჩანს, წინასწარ არის გრაფიკულად დამუშავებული და გაბუნდოვანებული (გნებავთ, დაბლარული). ამ შემთხვევაში, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა და სხეულის გრაფიკულად დამუშავებას ვერავინ შეძლებდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის მაისშიც მოხდა, როცა ერთ-ერთ მატჩს კვლავ ბიბიანა შტაინჰაუსი განსჯიდა. მაშინ ირანულმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ყოველი რაკურსი, რომელშიც ბიბიანა გამოჩნდებოდა, სხვა კადრით გადაეფარა.

 

კაცებად გადაცმული ქალები

2018 წლის თებერვალში ირანული ლიგის ერთ-ერთ მატჩს Fifa-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო, შემდეგ კი კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან იმავე მატჩზე მარეგულირებლებმა 35 ქალი არ დაუშვეს. ზოგიერთი ქალი კი, თამაშის საყურებლად, კაცის ფორმაში გამოეწყო და სტადიონზე ამ გზით შეაღწია.

 

 


https://on.ge

 

წაკითხვა 621 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.