April 25, 2024

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპა, ცნობილია

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო, ამინდი ფრენის მინიმალურ სტანტარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.

 

რაც შეეხება სხვა დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი, ქრისთინა მოუსერი.

 

მედია ბრაინტის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენი თავის ქალიშვილზე საუბრობს. „საუკეთსო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გარეთ გადიხარ, გარშემო ყველგან გულშამტკივრები არიან და ის ჩემს გვერდით დგას“,-ამბობდა ბრაიანტი.

 

კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

 

კობი ბრაიანტი გუშინ ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა.

წაკითხვა 606 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.