ამ გვერდის ამობედვა

ლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო

ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით სძლია.

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

 

sportall.ge - ის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

 

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.

წაკითხვა 630 ჯერ

სიახლეები