ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა.



შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი "ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს.

 



საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

 

 

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 7 მარტს გამართავენ.
წაკითხვა 584 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2020