ამ გვერდის ამობედვა

"ფეხბურთი და ჩვენი ცხოვრება პანდემიის შემდეგ ისეთივე ვეღარ იქნება" - მესი

ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. 

არგენტინელი თვლის, რომ COVID-19-ის ინფექცია შეცვლის მთელ მსოფლიოს და ამასთანავე, ფეხბურთს. ამის შესახებ ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

 

"ჩვენ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორი იქნება სამყარო მას შემდეგ, რაც ეპიდემია დასრულდება მან თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. ადამიანები კარგავენ ნათესავებს და ახლობლებს, იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ მათ ნორმალურად გამოემშვიდობნონ. ეს უსამართლობაა. ფეხბურთი, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, ისეთივე აღარასოდეს იქნება, როგორიც აქამდე იყო", - განაცხადა მესიმ. 

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში ექვს მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 

წაკითხვა 575 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020