ამ გვერდის ამობედვა

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ახლახან დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში.

მან 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა.

 

მეოთხე შედეგი აჩვენა ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა.

 

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

საქართველოდან სხვადასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

 

წაკითხვა 794 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020

სიახლეები