ამ გვერდის ამობედვა

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მისმა "ბასკონიამ", ფინალურ შეხვედრაში კატალონიური "ბარსელონა" დაამარცხა. შენგელიამ კი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

 

ქართველმა ლიდერმა, ვიტორიელებს 14 ქულა, 2 ასისტი, 4 მოხსნა და 2 ბლოკი მოუტანა. ჩემპიონთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა, შეხვედრის "მვპ-მ", არგენტინელმა ჰექტორ ვილდოსამ დააგროვა. სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე 17 ქულაა. 

წაკითხვა 602 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 30 2020

სიახლეები