2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება აღარ გაიმართება

2020 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოება გაუქმდა.

ამის შესახებ France Football-ი იუწყება. ცნობილი გამოცემის აზრით, პრემიის გადასაცემად სამართლიანი პირობები არ არსებობს. 

 

"ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ჯილდოს გადაცემისას საუბარი იყოს იმ განსაკუთრებულ გარემომებებზე, რომელიც კორონავირუსის კრიზისმა გამოიწვია. აღნიშნული პრიზი უპირველეს ყოვლისა სამართლიანობას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ეს მოთამაშეთა სტატისტიკას ეხება. ფეხბურთელთა ასპარეზობას ერთნაირად ვერ შეაფასებ, რადგან ბევრი მათგანისთვის სეზონი მოულოდნელად შეწყდა" - წერია France Football-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 

აღსანიშნავია რომ 1956 წლიდან, ანუ პრემიის დაარსებიდან პირველად ჯილდო არ გაიცემა. 2010 - დან  2015 წლამდე "ოქროს ბურთს", "ფიფას" ეგიდით გადასცემდნენ. უკანასკნელად მისი მფლობელი არგენტინელი ლიონელ მესი გახდა. 

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.