ამ გვერდის ამობედვა

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ დაამარცხა.

„ლოკომოტივმა“ „მიხეილ მესხი 2“-ის სტადიონზე უმასპინძლა. პირველ ტაიმში უპირატრესობას მოსკოველები ფლობდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი 0:0 დასარულდა. მეორე ნახევარში 54-ე წუთზე  ირაკლი სიხარულიძემ პირველი გოლი გაიტანა - 1:0. 76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა.

 

მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.

წაკითხვა 566 ჯერ