April 19, 2024

"ბრავო თბილისის „ლოკომოტივს“ - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლას ულოცავს.

 

„ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!! #საქართველოიგებს, „დინამოც“ გავიდა! გილოცავთ გამარჯვებას!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ პირად ოფიციალურ გვერდზე.

 

თბილისის „ლოკომოტივმა“ უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა „დინამო თბილისიც“. „დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურსგრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

 

წაკითხვა 633 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.