ამ გვერდის ამობედვა

ქართველმა მოციგურავემ იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა

საერთაშორისო ტურნირზე “Prague Riedell Ice Cup,” რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა, ქართველმა მოციგურავემ ალინა ურუშაძემ იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს  ფიგურული სრიალის ფედერაცია ავრცელებს.

თავისუფალ პროგრამაში ურუშაძემ 93,08 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. მოკლე და თავისუფალ პროგრამებში კი ჯამში 139,87 ქულის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ერთ მეტოქეს ჩამორჩა.

შეჯიბრში 13 ქვეყნის 29 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

imedinews.ge

წაკითხვა 853 ჯერ

სიახლეები