ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს ანგარიშით 1-0 სძლია.

წაკითხვა 519 ჯერ

სიახლეები