March 28, 2024

"სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა"- ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს – ეს ცნობილი გახდა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ.

გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მედიის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

„ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში გუნდს მე გავიყვან, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დავასრულებ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!," – განაცხადა ვაისმა მატჩის შემდეგ.

 

ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.

წაკითხვა 497 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.