"სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა"- ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს – ეს ცნობილი გახდა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ.
გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მედიის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში გუნდს მე გავიყვან, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დავასრულებ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!," – განაცხადა ვაისმა მატჩის შემდეგ.
ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.
სიახლეები
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი
- ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის