11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 17:30 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

 

ვერძი

პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ბიზნეს პროექტებთან, ფინანსებთან და პროფესიულ საკითხებთან სამუშაოდ. იაქტიურეთ და ნუ დააგდებთ მოქმედების ტემპს.

 

კურო

დღის უმეტესი ნაწილი სასურველია ოჯახის წევრებსა და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. სწორედ მათგან მიიღებთ საჭირო რჩევას არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით.

 

ტყუპები

სასიკეთო დღეა საოჯახი საქმეებისა და ზოგადად უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ. მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე, იზრუნეთ ინტერიერის განახლებაზე, დაიწყეთ სარემონტო სამუშაოები.

 

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა და მოუფრთილდით როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობელ ადამიანებს. თქვენი რეაქციები გარშემომყოფთა გამონათქვამებზე შესაძლოა იმაზე მძაფრი იყოს, ვიდრე საჭიროა.

 

ლომი

იყავით თავშეკავებული და წინდახედული. არ ღირს ჩიტის ბომბდამშენით მოკვლა. გადაანაწილეთ თქვენი ენერგია საჭირო საქმეებზე, ნუ დახარჯავთ თქვენს რესურსს იმაზე, რასაც სხვა ადმიანებიც გააკეთებენ.

 

ქალწული

გადახედეთ თქვენს საქმეებს, საბუთებს, პროექტებს, მოლაპარაკებებსა და უბრალოდ ყოფით სივრცეს, რა გაქვთ შესაცვლელი? დაფიქრდით რისი განახლებაა საჭირო და სად უნდა შეიტანოთ სიხლეები.

 

სასწორი

ნუ აჰყვებით შფოთსა და უსიამოვნო შეგრძნებებს, განიტვირთეთ, მიმართეთ არომათერაპიას და სხვა სარელაქსაციო პროცედურებს. რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდება.

 

მორიელი

ეცადეთ დღეს წარმოქმნილი გაუგებრობები და არეულობა დღესვე დაალაგოთ. ნუ წამოკიდებთ ახალ საქმეებს, შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა.

 

მშვილდოსანი

სხვადასხვა მოვლენებით დახუნძლული დღეა, ნუ გაექცევით სირთულეებსა და წარმოქმნილ პრობლემებს, რადგან სადაც არ უნდა წახვიდეთ ისინი ყველგან იჩენენ თავს. დღის ბოლოს მიიღეთ დამამშვიდებელი შხაპი და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

 

თხის რქა

ნუ იჩქარებთ, ეცადეთ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით სტრატეგიულად დაალაგოთ. ახალი შემოთავაზებები კი საგულდაგულოდ გააანალიზეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

მერწყული

ნუ მოიკლებთ კომფორტს იმ ადამიანების ხარჯზე ვიცნ მუდმივად ცდილობს თქვენს გაღიზიანებას. შემოიკრიბეთ ის ხალხი, ვინც თვენს პროგრესს უწყობს ხელს და პოზიტიურ განწყობას გიქმნით.

 

თევზები

დღე სასიკეთოა ნებისმიერი საქმიანობისთვის. გააკეთეთ სწორი გათვლები, იმოქმედეთ. საბანკო, საკრედიტო, ფინანსურ საკითხებში თქვენი ალღო და ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

 

 

https://report.ge/

წაკითხვა 328 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.