21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია.

 

უგეზო მთვარეა 22:39 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

 

ვერძი

გააფერადეთ ირგვლივ გარემო მხიარული ფერებით, მოიწვიეთ მეგობრები და გაუზიარეთ მათ ახალი იდეები, გეგმები, გაერთეთ და მხიარულად გაატარეთ დრო მათთან ერთად.

 

კურო

აიღეთ ინიციატივა და კარგად მოფიქრებული სამოქმედო გეგმის მიხედვით გადაანაწილეთ საქმეები გარშემომყოფ ადამიანებზე. ასე სწრაფად მოაგვარებთ ყველაფერს და თქვენს ორგანიზატორულ უნარებსაც საუკეთესოდ გამოავლენთ.

 

ტყუპები

იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეიძინეთ ის ნივთები, რომელიც დიდი ხანია მოგწონდათ, განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი, ნურც ახლობლებს დაივიწყებთ, აჩუქეთ მათ სასიამოვნო წუთები და გაუკეთეთ სიურპრიზები.

 

კირჩხიბი

მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზების დღეა, შეიძლება დაგიბრუნონ ვალი, ან შემთხვევით იპოვნოთ ფული, ან ლატარიაში მოიგოთ, იყავით ყურადღებით, სამყარო საჩუქარს გიზმადებთ.

 

ლომი

ნუ აჰყვებით ცდუნებებს. თავი შეიკავეთ სერიოზული საყიდლებისგან მოერიდეთ ფულის რაიმეში დაბანდებას, ნურც რეკლამებსა და რეკომენდაციებს აჰყვებით, არის რისკი მნიშვნელოვანი თანხა უსარგებლოდ დახარჯოთ და ქარს გაატანოთ.

 

ქალწული

წარმატებები ფრთებს შეგასხავთ და უფრო მეტი აქტიურობით გააგრძელებთ ნებისმიერ საქმიანობას, რადგან მიღებული შედეგები და ფინანსური სარგებელი მორალურ კმაყოფილებასთან ერთად ახალი სიმაღლეებისკენ გიბიძგებთ.

 

სასწორი

დღეს იოლად მოიზიდავთ ახალ სასიკეთო ნაცნობებს და მოიძიებთ სასარგებლო კავშირებს როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. დიდია რომანტიული შეხვედრებისა და ახალი თავგადასავლების ალბათობა.

 

მორიელი

სასურველია თავი შეიკავოთ ურთიერთობების გარჩევისგან, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ნეგატიურ ემოციებს. ნუ იმოქმედებთ ისე, რომ მერე სანანებელი გაგიხდეთ, რადგან სიტუაციას მარტივად ვეღარ გამოასწორებთ.

 

მშვილდოსანი

დაიცავით ურთიერთობებში გარკვეული საზღვრები, ნუ შეეცდებით დაუმტკიცოთ გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობა, თუმცა დიდია ცდუნება შეეჯობროთ ვინმეს რამეში და დაუმტკიცოთ ყველას რა ჭკვიანი, ძლიერი და გონიერი ხართ.

 

თხის რქა

მატულობს თქვენი აქტიურობა, შეუპოვრობა და იღბლიანობა. დღეს შეძლენთ მოაგვაროთ ის საკითხებიც კი რომლებზეც ხელი გქონდათ ჩაქნეული. ზუსტად განსაზღვრავთ რა გააკეთოთ და როგორ იმოქმედოთ მიზნის მისაღწევად.

 

მერწყული

შესაძლოა შექმნილმა ვითარებამ გაიძულოთ ისე იმოქმედოთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და მეტად სასიკეთოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, თუმცა ამგვარი ქმედება მოშურნეებსაც გაააქტიურებს.

 

თევზები

კარგი იქნება თუ მთელი თქვენი დრო და ენერგია დღეს მიმართული იქნება ოჯახისა და ახლობლების მიმართ. შექმენით ირგვლივ სასიამოვნო ატმოსფერო, იზრუნეთ მყუდრო, ხალისიანი განწყობის შექმნაზე და გააკეთეთ რაიმე სასარგებლო ყველა ოჯახის წევრისთვის.

 

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

https://report.ge/

წაკითხვა 80 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.